📚 პალიტრა L-ის სერია "ლიბერქიდსი" 8-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის განკუთვნილი პროექტია.
👌ეს სერია, მშობლებს გამზადებულ სიას აწვდის, თუ რომელი წიგნებით უნდა დაიწყონ ბავშვებმა ლიტერატურულ თავგადასავლებში მოგზაურობა.
პატარა ქალაქი გავალდონი ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ უჩინარ გამტაცებელს ელის _ ორასი წლის განმავლობაში ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ მას ორი ბავშვი მიჰყავს კეთილისა და ბოროტის სკოლაში, იქ, სადაც რეალობა და ზღაპარი ერთმანეთისგან ძნელად გასარჩევია. ლამაზი სოფი ამას დიდი ხანია ელოდა - ის ხომ პრინცესაა და ზღაპრულ პრინცს უნდა შეხვდეს, მის მეგობარ აგათას კი, კეთილ, მაგრამ არაფრით გამორჩეულ გოგონას, ჯადოსნური სამყარო სულ არ იზიდავს.
ღირებულება
7.95 ლარი
13.95 ლ
დანაზოგი
6.00 ლ