წლის ბესტსელერი - მადელინ მილერი - "კირკე"

ინფორმაცია შემოთავაზებაზე

ამერიკელი მწერალი მადელინ მილერი ანტიკური ლიტერატურისა და შექსპირის შემოქმედების მკვლევარია. როგორც მწერალმა, სახელი გაითქვა რომანებით ”აქილევსის სიმღერა“ და ”კირკე“, რომლებშიც ანტიკური მითები საინტერესოდ, თანამედროვე მწერლის თვალით არის დანახული.

კირკე, მზის ღმერთის, ტიტან ჰელიოსის ქალიშვილი, მარტოსული და ახლობლებისგან ათვალწუნებული მხოლოდ იმიტომ, რომ მათსავით ლამაზი არ არის, ერთ მშვენიერ დღეს აღმოაჩენს, რომ მამაზე ნაკლები ღვთაებრივი ძალა არც მას აქვს, რომ ჰელიოსის დიდებული და კაშკაშა დარბაზების მიღმა მოკვდავთა საინტერესო სამყაროა, სავსე სულ სხვაგვარი, ადამიანური სიყვარულით თუ სიძულვილით, სევდით თუ სიხარულით. კირკეს ჯადოსნობის ძალამ თვით ოლიმპოელი ზევსიც დააფრთხო და სასჯელი სასტიკია _ გადასახლება უკაცრიელ კუნძულზე, სამუდამო მარტოობა.

გრძნეულმა ქალღმერთმა კირკემ კუნძულზე ღმერთების რისხვაც იწვნია, მოკვდავთა სისასტიკეც და კიდევ დიდი სიყვარული... მოკვდავის, რომლის გამოჩენამ განმარტოებულ ცხოვრებაში სიტკბოებაზე მეტად სიმწარე არგუნა.

2018 წელს კომპანია HBO Max-მა შეისყიდა ”კირკეს“ ეკრანიზების უფლება.

ინფორმაცია კომპანიაზე
მისამართი:
ქ .თბილისი, იოსებიძის 49
სამუშაო საათები:
ორშ. - პარ : 10:00 - 18:00
საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელ - 2 420 421
ელ.ფოსტა - books@hotsale.ge
Facebook გვერდი
ინფორმაცია წიგნზე
ენა ქართული
სიგანე 14 სმ
სიმაღლე 21 სმ
გვერდების რაოდენობა 456
ყდა რბილი
ISBN 9789941325168
შეკვეთა

ღირებულება

16.95 ლარი

რაოდენობა
გაყიდულია 0
shipped
ნანახია 194-ჯერ