ჩრდილოეთის ზღვის სიახლოვეს, ტალღების ხმაურში ცხოვრება - უკვე თავგადასავალია! და ეს შენი თავგადასავალიც იქნება, თუკი ამ წიგნს გადაფურცლავ! დიდი სანაოსნო მოგზაურობა გელის. თუმცა სანამ ცნობილ კაპიტანთან, მის ნაბოლარა შვილთან, კატასთან და ლოცმანთან ერთად ზღვაში გახვალ, მანამდე ზღვიდან გამორიყული, დამსხვრეული გემებისგან აშენებულ პატარა სოფელში მოგიწევს ცხოვრება. იქაური სახლები ზღვის ამბებს მოგიყვებიან, შეიძლება იმ ტავერნაშიც აღმოჩნდე, რომელსაც "ჩაძირული გველთევზა" ჰქვია და სადაც კაპიტანი ბრიტი სწორედ ამ წუთებში შვილის შეძენას ზეიმობს, წინასწარმეტყველი ფრეიდის სპირსი კი ზღვის ნაპირზე დგას, ყურზე ნაჟარა მიუდვია და ახალ წინასწარმეტყველებას ისმენს - ალბათ სწორედ შენ შესახებ - ჩრდილოეთ პოლუსს კიდევ ერთი მოგზაური ბავშვი უახლოვდება!
ღირებულება
6.95 ლარი
12.95 ლ
დანაზოგი
6.00 ლ