დიდი ფრანგი მწერლის ვიქტორ ჰიუგოს ბოლო რომანი „ოთხმოცდაცამეტი წელი“ ასახავს რესპუბლიკური წყობის დამცველთა და სამეფო ტახტის რესტავრაციის მომხრეთა სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლას. ჰიუგომ გულდასმით შეისწავლა საფრანგეთის სამოქალაქო ომისდროინდელი პოლიტიკური და საზოგადოებრივი ყოფა და მთელი სისავსით აღწერა ამ წლების ტრაგიზმი, რომელიც მოუშუშებელ ტკივილად დარჩა ფრანგი ხალხის მეხსიერებაში.
ღირებულება
10 ლარი