ენ ბრონტეს ამ ფსიქოლოგიურ რომანს, რომელშიც მწერალი საზოგადოებაში გაბატონებულ ცრუღირებულებებსა და მორალს აუმხედრდა, დიდი სკანდალი მოჰყვა დედოფალ ვიქტორიას დროინდელ ინგლისში. ნაწარმოების თემა ყველა დროის მწვავე პრობლემაა - ქალის მდგომარეობა ოჯახში, ქმრის ტირანია, უზნეობასა და ძალადობას გაქცეული ქალის გარიყვა საზოგადოებისაგან... რომანი ქარცეცხლში გაატარეს კრიტიკოსებმა, საზოგადოება აღშფოთდა და ენის დამ, შარლოტა ბრონტემ, წიგნის გამოცემა აკრძალა...
თარგმანი: ლევან ინასარიძე
ღირებულება
13.95 ლარი