ის დოქტორი მერიგოლდია. დოქტორი მისი სახელია და არა წოდება, აი, წოდება კი ასეთი აქვს: „ჩიიფ ჯეკი“ (მეწვრილმანე ჯეკი), ანუ წვრილმანი საქონლით
მოვაჭრე მოხეტიალე ბიზნესმენი.
ეს საქმიანობა მემკვიდრეობით ერგო და ლამის ბავშვობიდან დაეხეტება ფურგონით ქვეყნის სხვადასხვა მხარეს სავაჭროდ. ამ ხეტიალში შეუყვარდება და იქორწინებს, შვილიც შეეძინება... ერთი შეხედვით, კაცს „ჩიიფ ჯეკის“ ცხოვრება რომანტიკულადაც კი შეიძლება
მოეჩვენოს. აბა, წარმოიდგინეთ, სხვადასხვა საქონლით დატვირთული საკმაოდ დიდი ფურგონი, რომელშიც ბუხარი, საწოლი, თაროები, ჭურჭელი, ხალიჩა და სხვა საჭირო
ნივთებია; მის ცხოვრებას ავსებს და ალამაზებს სადილი ბუნების წიაღში. სხვა რაღაა საჭირო? მაგრამ ეს რომანტიკულობა მოჩვენებითი ხომ არ არის?
ღირებულება
2 ლარი