"ორეული","თეთრი ღამეები","მარადი ქმარი" და "თვინიერი"- 4 "პატარა" შედევრი ფიოდორ დოსტოევსკის უმდიდრესი მემკვიდრეობის მნიშვნელოვანი ნაწილია. პიროვნების გაორება, ჭიდილი საკუთარ მანკიერებებთან თუ დაუნდობელ ცხოვრებასთან, სასტიკ რეალობაში ლამის წმინდანის დარი უმწიკვლოების შენარჩუნებისა თუ სიქველეთა გამოჩენის საოცარი უნარი, სიყვარულის ძალა, რომელიც ზოგჯერ დამანგრეველი შეიძლება აღმოჩნდეს - ეს თემები და პრობლემები რუსი კლასიკოსის ნაწარმოებებში მისთვის ჩვეული ღრმა ფსიქოლოგიური კვლევის მეშვეობითაა გადმოცემული.
ღირებულება
12.95 ლარი