შარლ პერო - "შარლ პეროს ზღაპრები" ილუსტირებული ზღაპრები

ინფორმაცია შემოთავაზებაზე

ორიგინალური ილუსტრაციებით გაფორმებულ წიგნში გაეცნობით ფრანგი მეზღაპრის, შარლ პეროს, ზღაპრებს. მე─17 საუკუნეში შექმნილი ზღაპრული ამბები დღემდე ყველა ბავშვის საყვარელი საკითხავია. კეთილი გმირების საოცარ, საშიშ და სახიფათო თავგადასავალს, რომელიც ყოველთვის სიკეთით სრულდება, პატარა მკითხველი დიდი ინტერესით ეცნობა და მათთან ერთად მოგზაურობს ზღაპრულ სამყაროში. ფერიები, კეთილი თუ ბოროტი ჯადოქრები, პრინცები და პრინცესები, მეფე─დედოფლები და ონავარი გოგო─ბიჭები პატარებს ილუსტრირებული წიგნის ფურცლებზე მეგზურობას გაუწევენ, სახალისო და საინტერესო ამბებით დახუნძლავენ. ასე რომ, ამოარჩიეთ საყვარელი ზღაპარი, დაიწყეთ კითხვა და თქვენ წინ ფერადი, ზღაპრული სამყარო გადაიშლება. კრებულში შესულია როგორც დღემდე ყველასთვის საყვარელი, ისე ნაკლებად ცნობილი ზღაპრები, რომელთა გმირებსაც ბავშვები ისევე შეიყვარებენ, როგორც წითელქუდას, კონკიას, ჩექმებიან კატას და სხვა პერსონაჟებს.

ინფორმაცია კომპანიაზე
მისამართი:
ქ .თბილისი, იოსებიძის 49
სამუშაო საათები:
ორშ. - პარ : 10:00 - 18:00
საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელ - 2 420 421
ელ.ფოსტა - books@hotsale.ge
Facebook გვერდი
ინფორმაცია წიგნზე
ენა ქართული
გვერდების რაოდენობა 96
ყდა მაგარი
ISBN 9789941324611
შეკვეთა

ღირებულება

19.95 ლარი

რაოდენობა
გაყიდულია 0
shipped
ნანახია 38-ჯერ