დაგლას ადამსი - "რესტორანი სამყაროს დასალიერში" - ბაკურ სულაკაურის გამომცემლობისგან

ინფორმაცია შემოთავაზებაზე

მთარგმნელი: გურამ ღონღაძე

კოსმოსი დიდია. ძალიან დიდი. ვერ წარმოიდგენთ, როგორ ფართოდ, წარმოუდგენლად, გასაგიჟებლად დიდი რამეა.

გარდა ამისა, კოსმოსი ათასგვარი მზაკვრობითაა სავსე. დედამიწის მკვიდრს, რომლის ერთადერთ ქოხმახს საგზაო დეპარტამენტი ბულდოზერებით გასრესას უპირებს, შეიძლება მხსნელად ბეთელჰეიზელი მოევლინოს, მთელი ცხოვრება მის მეგობრად რომ მოჰქონდა თავი, და გაცილებით მასშტაბური საფრთხისგან იხსნას იგი.

ასე უბრალოდ შეიძლება იქცე კოსმოსურ ჰიჩჰაიკერად – არსებად, რომელიც ცერის ერთი აწევით შეიძლება გალაქტიკის ნებისმიერ წერტილში მოხვდეს და ყოველგვარ მოულოდნელობას გადაეყაროს. მეტიც: კოსმოსმა შეიძლება სასიკვდილო საფრთხეზე გაცილებით უარესი სიურპრიზებიც შემოგთავაზოს, როგორიცაა, მაგალითად, ვოგონების პოეზიის საღამოზე დასწრება…
ასეთ სიტუაციაში მნიშვნელოვანია, თან იქონიო კოსმოსის ყველაზე პოპულარული საკითხავი – `ჰიჩჰაიკერის გზამკვლევი გალაქტიკაში~, ბაბილონის თევზები, ცოტაც – იღბალი, და სამყაროს დასალიერშიც კი უდრტვინველად გაემგზავრები.

და რაც ყველაზე მთავარია: პანიკის გარეშე!

დაგლას ადამსის „ჰიჩჰაიკერის გზამკვლევი გალაქტიკაში“ იუმორისტული სამეცნიერო ფანტასტიკის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია და 1979 წლიდან დღემდე ინარჩუნებს პოპულარობას ამ ჟანრის მოყვარულთა შორის. მახვილგონივრული იუმორით მოთხრობილი ამბავი ერთი დედამიწელის მოგზაურობის შესახებ გალაქტიკაში, ერთნაირად შეიყვარა მკითხველმა, მსმენელმა და მაყურებელმა, რადგან „გზამკვლევმა“ თავიდანვე მრავალი ფორმა შეიძინა: თავდაპირველად ის რადიოპიესა იყო, რომელსაც თითქმის მაშინვე მოჰყვა წიგნი, შემდეგ სატელევიზიო შოუ, აუდიოჩანაწერები და სრულმეტრაჟიანი ფილმი. ადამსის ხუთწიგნიან სერიას ერინ კოლფერმა 2009 წელს (პირველი წიგნის გამოსვლიდან 30 წლისთავზე) მეექვსე წიგნიც შემატა, რაც უდავოდ იმის დასტურია, რომ გალაქტიკაში გზამკვლევი დღემდე ბევრს სჭირდება.

 

 

ინფორმაცია კომპანიაზე
მისამართი:
ქ .თბილისი, იოსებიძის 49
სამუშაო საათები:
ორშ. - პარ : 10:00 - 18:00
საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელ - 2 420 421
ელ.ფოსტა - books@hotsale.ge
Facebook გვერდი
ინფორმაცია წიგნზე
ენა ქართული
სიგანე 13 სმ
სიმაღლე 19.5 სმ
გვერდების რაოდენობა 220
ყდა რბილი
ISBN 9789941239076
შეკვეთა

ღირებულება

5.95 ლარი

11.90 ლ

დანაზოგი

5.95 ლ

რაოდენობა
გაყიდულია 2
shipped
ნანახია 109-ჯერ