სიმონე ლაპერტი - "ნახტომი"

ინფორმაცია შემოთავაზებაზე

სიმონე ლაპერტი დაიბადა 1985 წელს აარაუში, შვეიცარიაში. სწავლობდა ბილის შვეიცარიული ლიტერატურის ინსტიტუტში. ცხოვრობს და მოღვაწეობს ციურიხში. მისი რომანი „ნახტომი“ 2019 წელს დაიბეჭდა და წარდგენილი იყო შვეიცარიული წიგნის პრემიაზე.

სიმონე ლაპერტი რომანში „ნახტომი“ ემოციურად და იუმორით გვიყვება გერმანიის პატარა ქალაქში მცხოვრები ადამიანების ხან მხიარულ და ხან სევდიან ისტორიებს, მათი შინაგანი სამყაროსა და გრძნობების შესახებ.

ქალაქში სამშაბათის დილაა. მებაღის ტანსაცმელში გამოწყობილი ახალგაზრდა ქალი, მანუ, სახლის სახურავზე დგას და ქვემოთ იყურება, ყვირის, სამუშაო იარაღებსა და კრამიტებს ისვრის ქუჩაში. მობილიზებულია პოლიცია, სახანძრო, პრესა. მოედანზე შეკრებილი უამრავი ცნობისმოყვარე ადამიანი მოვლენების განვითარებას ადევნებს თვალს. ნეტავ რაშია საქმე? გადმოხტება ქალი?

24 საათის განმავლობაში ქალაქის თითქმის მთელი მოსახლეობა სუნთქვაშეკრულია. ველოკურიერი, ფინი, მანუს შეყვარებულია და მისთვის დრო ჩერდება, ისევე, როგორც მანუს დისთვის, ასტრიდისთვის, რომელიც საარჩევნო კამპანიითაა დაკავებული; პოლიციელი ფელიქსი მანუს სახურავიდან ჩამოყვანას ცდილობს; ახალგაზრდა მკერავი ქალი, მარენი, თავის ბინაში ვერ შედის; ტერეზისა და ვერნერის მაღაზიაში კლიენტების მოზღვავებაა… რომანში მოთხრობილია ისტორიები ადამიანებზე, რომლებიც მანუსთან სხვადასხვაგვარად არიან დაკავშირებულნი, და ამ ინციდენტის შემდეგ მათ ცხოვრებაში გარკვეული ცვლილებები ხდება.

ინფორმაცია კომპანიაზე
მისამართი:
ქ .თბილისი, იოსებიძის 49
სამუშაო საათები:
ორშ. - პარ : 10:00 - 18:00
საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელ - 2 420 421
ელ.ფოსტა - books@hotsale.ge
Facebook გვერდი
ინფორმაცია წიგნზე
ენა ქართული
სიგანე 14.8 სმ
სიმაღლე 21 სმ
გვერდების რაოდენობა 289
ყდა რბილი
ISBN 9789941972249
შეკვეთა

ღირებულება

8.5 ლარი

12.00 ლ

დანაზოგი

3.50 ლ

გაყიდულია 1
shipped
ნანახია 327-ჯერ