Liber Kids - "საუკეთესო პენალტი" - ბერელო ალესანდრა; მორალი ანდრეა - გამომცემლობა "პალიტრა L"

ინფორმაცია შემოთავაზებაზე

 

📚 პალიტრა L-ის  სერია "ლიბერქიდსი" 8-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის განკუთვნილი პროექტია.
👌ეს სერია, მშობლებს გამზადებულ სიას აწვდის, თუ რომელი წიგნებით უნდა დაიწყონ ბავშვებმა ლიტერატურულ თავგადასავლებში მოგზაურობა.

 

დანიელს, იტალიაში კამერუნიდან ჩამოსვლისას, ერთადერთი ოცნება ჰქონდა: საფეხბურთო სამყაროში მოხვედრილიყო. ახლა უკვე თბილი სახლი აქვს, ერთგული მეგობრები ჰყავს და აღარც მისი ოცნება ჩანს აუხდენელი. მიზანდასახულ ილარიასა და ასევე უერთგულესი მეგობრისა და თანაგუნდელის, მატიას გვერდით, შეუძლებელი არაფერი, მათ შორის, არც ეროვნული ჩემპიონატის მოგება და არც საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირის საგზურის დამსახურება. დაბრკოლებას, რომელიც „ვირტუსის“ გუნდის მოთამაშეთა წარმატებას აფერხებს, „ატლეტიკო“ ჰქვია. ამ გუნდის კაპიტანს – ნიკის კი ნებისმიერ ფასად სურს გამარჯვება. ნიკისა და მის მეგობრებს ჩემპიონატში „ვირტუსის“ წინსვლა აცოფებთ. მატიას, თავის მხრივ, სხვა პრობლემები აქვს. მისგან ბევრს ელოდებიან, ეს კი ენერგიას აცლის და მოტივაციას აკარგვინებს. არც დანიელია უკეთეს დღეში. აშანტაჟებენ. თამაშსა და თამაშს შორის ბევრი რამ ხდება: საშინელი მუქარა გაისმის, ვიღაცას ცდუნება სძლევს. თუმცა მატია, დანიელი და მისი მეგობრები გულდასმით მალავენ. ამჯერად სამივე დამოუკიდებლად ცდილობს საიდუმლოს ამოხსნას და იმის დამტკიცებას, რომ ოცნების ასრულების მოკლე გზის ძებნა გამართლებული არ არის.

 


 

 

ინფორმაცია კომპანიაზე
მისამართი:
ქ .თბილისი, იოსებიძის 49
სამუშაო საათები:
ორშ. - პარ : 10:00 - 18:00
საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელ - 2 420 421
ელ.ფოსტა - books@hotsale.ge
Facebook გვერდი
ინფორმაცია წიგნზე
ენა ქართული
სიგანე 14 სმ
სიმაღლე 21 სმ
ყდა რბილი
ISBN 9789941248221
შეკვეთა

ღირებულება

9.95 ლარი

რაოდენობა
გაყიდულია 0
shipped
ნანახია 4-ჯერ