იკითხე ქართული - 1ტ თამაზ ჭილაძე - "აჰა, მიიწურა ზამთარი"

ინფორმაცია შემოთავაზებაზე

 

 

📚 „იკი­თხე ქარ­თუ­ლი“ ახა­ლი და უახ­ლე­სი ქარ­თუ­ლი მწერ­ლო­ბის მხარ­დამ­ჭე­რი პრო­ექ­ტია. ჩვენს გა­მომ­ცემ­ლო­ბა­ში კარ­გა ხა­ნია მომ­წიფ­და აზრი, რომ დროა, მეტი ად­გი­ლი და­ვუთ­მოთ ჩვენს მუ­შა­ო­ბა­ში სწო­რედ ქარ­თუ­ლი მწერ­ლო­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას, რად­გან ის ამას იმ­სა­ხუ­რებს - არის სა­ინ­ტე­რე­სო, მდი­და­რი, მრა­ვალ­მხრი­ვი, ხშირ შემ­თხვე­ვა­ში - სრუ­ლი­ად ახ­ლე­ბუ­რი, ნო­ვა­ტო­რუ­ლი და, რაც მთა­ვა­რია, მშობ­ლი­უ­რი. ქარ­თველ მკი­თხველს აქვს სა­შუ­ა­ლე­ბა თით­ქმის ფეხ­და­ფეხ მიჰ­ყვე­ბო­დეს ლი­ტე­რა­ტუ­რულ სი­ახ­ლე­ებს მთელ მსოფ­ლი­ო­ში და ეც­ნო­ბო­დეს მას ახალ-ახა­ლი თარ­გმა­ნე­ბის მეშ­ვე­ო­ბით. ეს, რა თქმა უნდა, შე­სა­ნიშ­ნა­ვია და დიდი მიღ­წე­ვაა, მაგ­რამ, ამავდრო­უ­ლად, არ­სე­ბობს ლი­ტე­რა­ტუ­რა, რო­მე­ლიც, ცოტა არ იყოს, იჩაგ­რე­ბა, რად­გან ერ­თგვა­რად იკარ­გე­ბა ამ აუ­რა­ცხე­ლი სი­ახ­ლის ტალ­ღა­ში. ეს ჩვე­ნი, ქარ­თუ­ლი მწერ­ლო­ბაა, ქარ­თვე­ლი ავ­ტო­რე­ბი არი­ან. მათი ნა­წი­ლი სის­ტე­მა­ტუ­რად გა­მო­ი­ცე­მა და თით­ქმის ყო­ველ­თვის მო­ი­ძებ­ნე­ბა წიგ­ნის თა­რო­ებ­ზე, მაგ­რამ არი­ან ისე­თი ავ­ტო­რე­ბიც, რო­მელ­თა წიგ­ნე­ბი მხო­ლოდ ბუ­კი­ნის­ტებ­თან­ღაა შე­მორ­ჩე­ნი­ლი. არა­და, მათი შე­მოქ­მე­დე­ბა იმ­სა­ხუ­რებს, რომ ჰყავ­დეს მკი­თხვე­ლი, და მკი­თხვე­ლიც იმ­სა­ხუ­რებს, რომ მი­უწ­ვდე­ბო­დეს ხელი იმ დიდ სიმ­დიდ­რე­ზე, რო­მელ­საც ახა­ლი ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა ჰქვია. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, მკი­თხვე­ლი კმა­ყო­ფი­ლი დარ­ჩე­ბა ამ შე­თა­ვა­ზე­ბით და დიდ სი­ა­მოვ­ნე­ბას მი­ი­ღებს ამ ლი­ტე­რა­ტუ­რას­თან ხე­ლა­ხა­ლი თუ პირ­ვე­ლი შეხ­ვედ­რით." - მაია ალუდაური

 

ეს სერია მრავალფეროვან, მდიდარ, ნოვატორულ ქართულ მწერალობას აერთიანებს. აქ შეხვდებით ავტორებს, რომლებიც დამსახურებულად იკავებენ ადგილს ყველა წიგნის თაროზე, და იმ მწერლებსაც, რომლებმაც შესანიშნავი ლიტერატურა შექმნეს, მაგრამ უსამართლოდ ჩაიკარგნენ დიდძალ თარგმანებსა თუ სხვადასხვა დროის აქტუალურ მიმდინარეობებში. ეს სერია მშობლიურ, ძვირფას, ძლიერ და შეუდარებელ ლიტერატურას შეკრებს და მკითხველსაც მის გარშემო გააერთიანებს...

 

ინფორმაცია კომპანიაზე
მისამართი:
ქ .თბილისი, იოსებიძის 49
სამუშაო საათები:
ორშ. - პარ : 10:00 - 18:00
საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელ - 2 420 421
ელ.ფოსტა - books@hotsale.ge
Facebook გვერდი
ინფორმაცია წიგნზე
ენა ქართული
სიგანე 14.5 სმ
სიმაღლე 21.5 სმ
ყდა მაგარი
ISBN 9789941295454
შეკვეთა

ღირებულება

14.95 ლარი

რაოდენობა
გაყიდულია 0
shipped
ნანახია 3-ჯერ