თეონა დოლენჯაშვილი - "ჩიტი არ გამოფრინდება"

ინფორმაცია შემოთავაზებაზე

„ჰგავს ეს ქალაქი ჩემსას? ალბათ არა, რადგან სხვადასხვა ქალაქის ომი და მისი ნანგრევები სიკვდილის სხვადასხვაგვარ სკულპტურებს ქმნიან...“ – ფიქრობს ალეპოს ქუჩებში მიმავალი ნატა, რომანის მთავარი გმირი, ექვსი წლის ასაკში ცეცხლწაკიდებული სოხუმიდან რომ გამოაღწია და წლების შემდეგ, უკვე პარიზის ერთ-ერთი რედაქციის ფოტორეპორტიორი, სირიაშია მივლინებული.

 

ავტორი ნატას კამერის ობიექტივში ომისგან სიცოცხლეშივე აჩრდილებად ქცეულ ადამიანებს ახვედრებს: ისიდას − ანესთეზიის გარეშე რომ უკეთებენ ოპერაციას; აბულას − ქიმიური იარაღის გამავრცელებელი რომ გამხდარა ხელისუფლების ხელში; მარიამს, ჯიჰადის პატარძლად რომ ამზადებენ; რიჰმანს − ტერორისტების მიერ დანგრეული პალმირას აღდგენას რომ აპირებს... ამ ადამიანების ისტორიების პარალელურად კი ნატას ამბავს ვეცნობით, სოხუმის დატოვების, ჭუბერზე გადმოსვლის ამბავს: მის პატარა, ავადმყოფ დას, დამარცხებულ მამასა და უტეხ დედას; გზაში გაყინულ ადამიანებს − ჭირისუფლებისგან შემდეგში მოძებნისა და დამარხვის იმედით, ხელებზე სახელებშებმულებს... ერთი მხრივ, თანაგრძნობისა და მეორე მხრივ, გაუტანლობის ამბებს, რომლებსაც ავტორი ექვსი წლის გოგონას პირით გვიყვება და ეს დამაჯერებლად გადმოცემული ბავშვური თხრობის მანერა კიდევ უფრო გულისშემძვრელია.

 

ომის საშინელებაზე ბევრი დაწერილა. თეორიულად ყველამ ვიცით, რომ ომს გამარჯვებული არ ჰყავს. მაგრამ, სამწუხაროდ, თითქოს ეს ცოდნა კაცობრიობისთვის ისევე უჩინარდება, როგორც ამ რომანის პატარა პერსონაჟის, ისიდას ომის დღიური: „თურმე თეთრი ცარცით ვწერდი თეთრ კედელზე და ყველაფერი თავიდანვე უკვალო იყო და წაშლილი...“

ინფორმაცია კომპანიაზე
მისამართი:
ქ .თბილისი, იოსებიძის 49
სამუშაო საათები:
ორშ. - პარ : 10:00 - 18:00
საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელ - 2 420 421
ელ.ფოსტა - books@hotsale.ge
Facebook გვერდი
ინფორმაცია წიგნზე
ენა ქართული
სიგანე 15 სმ
სიმაღლე 21 სმ
გვერდების რაოდენობა 320
ყდა რბილი
ISBN 9789941312892
შეკვეთა

ღირებულება

11.92 ლარი

14.90 ლ

დანაზოგი

2.98 ლ

რაოდენობა
გაყიდულია 1
shipped
ნანახია 317-ჯერ