ნინო სადღობელაშვილი - "დაბადების დღე"

ინფორმაცია შემოთავაზებაზე

ნინო სადღობელაშვილის რომანი „დაბადების დღე“ ორი მოზარდის, ტყუპის ძმების თავგადასავალს ყვება. ძმები მოულოდნელად გადაწყვეტენ, საკუთარ დაბადების დღეს პატარა ავანტურა მოაწყონ, ისინი შინიდან გარბიან და გზადაგზა აღმოაჩენენ, რომ სინამდვილეში მათ გაქცევას არც ისე უწყინარი მიზეზი ჰქონდა... ტექსტი ორშრიანია – ტყუპების მონოლოგს საგამოძიებო ჩვენებები ენაცვლება, სადაც უფრო მკაფიოდ იხატება არა მხოლოდ მოზარდი ძმების, არამედ გარემომცველი სამყაროს რთული სურათი.

 

ეს არის ამბავი თინეიჯერებზე და მათ პრობლემებზე, მათ ტკივილზე, გაუცხოებაზე, სიყვარულის უნარზე, ეს საზოგადოების ამბავიცაა, რომელიც საინფორმაციო ეპოქაში გულშემატკივრის კი არა, მაყურებლის როლს ირჩევს; და ესაა სამშობლოს ამბავიც, რომელიც ყველასთვის სხვადასხვანაირად სასურველი და საძულველია, მით უფრო მაშინ, როცა მისივე საზღვრებში დევნილი ბავშვები საკუთარი დაბადების დღის დაბრუნებას გადაწყვეტენ.

ინფორმაცია კომპანიაზე
მისამართი:
ქ .თბილისი, იოსებიძის 49
სამუშაო საათები:
ორშ. - პარ : 10:00 - 18:00
საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელ - 2 420 421
ელ.ფოსტა - books@hotsale.ge
Facebook გვერდი
ინფორმაცია წიგნზე
ენა ქართული
სიგანე 12.5 სმ
სიმაღლე 19 სმ
გვერდების რაოდენობა 176
ყდა რბილი
ISBN 9789941312953
შეკვეთა

ღირებულება

9.5 ლარი

12.00 ლ

დანაზოგი

2.50 ლ

რაოდენობა
გაყიდულია 0
shipped
ნანახია 198-ჯერ