ნათია გიორგაძე - "ხმის მატარებელი"

ინფორმაცია შემოთავაზებაზე

„ნათია გიორგაძის პოეზია სამყაროში მოხეტიალე სულის თავგადასავალია. ამ უცნაურ, „მოზაიკურ ეპოსში“ იცვლება დინამიკა, ტემპორიტმი, ატმოსფერო, მაგრამ არ იცვლება ვნება – ხეტიალის, მოგზაურობის და მოძრაობის. ყოველი ბგერა, ყველა სიტყვა დამუხტულია მაშინაც კი, როცა ის გარინდების ილუზიას ქმნის.

 

შესაბამისად, კრებულს ზუსტი სათაური აქვს – „ხმის მატარებელი“. მასში სამყაროს ყველა ჩქამია მოგროვილი, რაც პოეტის გულისყურს სწვდება. მოძრაობის ესთეტიკა კი მათ შეშლილობის იერს უმძაფრებს, დროდადრო ისინი შელოცვის ტექსტებადაც აღიქმება, ცნობიერების კიდეში მიმწყვდეული სულის ხელნაწერებად, რომლებიც, მიუხედავად მშფოთვარე შინაარსისა, მაინც მსუბუქი გვრინით იკითხება.

 

ძვირფასი ადამიანების მონატრება, სიკვდილის მხეცივით მოშინაურება, სამყაროთა ზღვრული სიზმრები, სამშობლო – ერთდროულად უცხოც და ახლობელიც, ეს და კიდევ სხვა რთული თემები ქმნის იმ ალუზიურ მატარებელს, რომელშიც ვაგონებად გამჭვირვალე ლექსები არიან ჩაბმული, აირეკლავენ პოეტის შინაარსს და კიდევ ხედებს, რომლებიც მხოლოდ ამ პოეზიაში შეგხვდებათ”, – ნინო სადღობელაშვილი.

ინფორმაცია კომპანიაზე
მისამართი:
ქ .თბილისი, იოსებიძის 49
სამუშაო საათები:
ორშ. - პარ : 10:00 - 18:00
საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელ - 2 420 421
ელ.ფოსტა - books@hotsale.ge
Facebook გვერდი
ინფორმაცია წიგნზე
ენა ქართული
სიგანე 14.5 სმ
სიმაღლე 18 სმ
გვერდების რაოდენობა 164
ყდა რბილი
ISBN 9789941312960
შეკვეთა

ღირებულება

7.16 ლარი

9.00 ლ

დანაზოგი

1.84 ლ

რაოდენობა
გაყიდულია 0
shipped
ნანახია 205-ჯერ