ინა იმედაშვილი - "გზა ვარსკვლავებამდე არც ისე შორია"

ინფორმაცია შემოთავაზებაზე

რა ხდება მას შემდეგ, რაც ჩვენთვის უსაყვარლესი ადამიანი სხვა სამყაროში გადაინაცვლებს და დიდ მოგზაურობას იწყებს; როგორ შეიძლება ყველაზე სევდიანი და ნაღვლიანი ამბავი დიდ თავგადასავლად იქცეს?


ეს არის წიგნი დედასა და შვილზე, მათ ჯადოსნურ კავშირზე, რომელსაც ვერანაირი ამქვეყნიური განსაცდელი ვერ მოერევა.


ეს არის წიგნი, სადაც თითოეული სიტყვა ცოცხალი ემოცია და განცდაა. პატარა სესეს ამაღელვებელი, საოცარი ამბავი ამავე დროს დედამისის ტკივილის და მონატრების ამბავიცაა. სწორედ ამ ტექსტში შეეცადა დედა, რომ თავის ბიჭი არ დაეკარგა. სიტყვებს ერთი უცნაური თვისება აქვთ – ისინი ცოცხლდებიან და ხდებიან ხოლმე. ამიტომაც ეს წიგნი იქცევა სახლად სესესთვის და სახლად დედისთვის, და მგონია, რომ ძალიან ბევრი დედა, ძალიან ბევრი შვილი იპოვის აქ თავშესაფარს.
 

როდესაც ოქროსთმიანი სესე მეგობარ ბახალასთან ერთად ჩვენგან მიემგზავრება და წინ უცნაურზე უცნაური, ზღაპრული თავგადასავალი ელის, აქ დარჩენილი დედა ცდილობს, ბიჭის კვალი არ დაკარგოს, მასთან კავშირი არ გაწყვიტოს. ეს წიგნიც ამის ერთ-ერთი მცდელობაა.
 

წიგნში უძველესი ზღაპრების, თქმულებების, ლეგენდების, ყველასთვის ნაცნობი ტექსტების ხვეულებში იბადება სრულიად ახალი ამბავი, ამბავი გადარჩენისა და რწმენის. რომ სადღაც, შორეულ კოსმოსში, თუკი ყურს კარგად მივუგდებთ, შესაძლოა მართლაც გავიგონოთ ათასი ზანზალაკის ხმა, ჩვენგან გაფრენილი ბავშვების ჟრუანტელისმომგვრელი, უცნაური სიხარულის მომტანი კისკისი.

 

ანა იმედაშვილის ილუსტრაციებით

ინფორმაცია კომპანიაზე
მისამართი:
ქ .თბილისი, იოსებიძის 49
სამუშაო საათები:
ორშ. - პარ : 10:00 - 18:00
საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელ - 2 420 421
ელ.ფოსტა - books@hotsale.ge
Facebook გვერდი
ინფორმაცია წიგნზე
ენა ქართული
გვერდების რაოდენობა 90
ყდა რბილი
ISBN 9789941310737
შეკვეთა

ღირებულება

11.16 ლარი

14.00 ლ

დანაზოგი

2.84 ლ

რაოდენობა
გაყიდულია 3
shipped
ნანახია 315-ჯერ