ჯემალ ქირია - "მანცხვარკარი"

ინფორმაცია შემოთავაზებაზე

ჯემალ ქირიას ექვსნაწილიანი რომანი „მანცხვარკარი“ მეოცე საუკუნის ეპოპეადაც შეგვიძლია მივიჩნიოთ. ამ საუკუნის ტრაგიზმი, ქარტეხილები, ძალადობრივი და უსამართლო სისტემების მონაცვლეობა სამეგრელოს (კერძოდ, ზუგდიდის) მკვიდრთა ცხოვრების ფონზე შთამბეჭდავად იხატება. რომანის მთავარი გმირი – მართალი თოდუა და მის გარშემო გამოკვეთილ პერსონაჟთა პალიტრა იმ წინაპართა პროტოტიპებია, ვინც გასული საუკუნის უფსკრულებში ჩაილეწა, ვისაც თავისი რწმენის და სიმართლის, ბოროტების და მადლის წილ მიეზღო და ამქვეყნიური ვალიც მოიხადა ღვთისა და ადამიანთა წინაშე.

 

 

რევოლუციები, ორი მსოფლიო ომი, ღალატი და უღმერთობა, ერთმანეთს დაპირისპირებული თაობები, იმედი და ილუზია, გაორებული ადამიანები და რწმენამიმქრალი სულები – ეს ის პლასტებია, რომლებიც ამ სქელტანიანი რომანის ქარგას ქმნიან და მათ ფონზე ვითარდება უამრავი თავგადასავალი, ადამიანური დრამა, სადაც მტყუანისა და მართალის მიღმა დაკარგული (თუ დავიწყებული) ჭეშმარიტება იკითხება. სწორედ ეს ჭეშმარიტებაა დალექილი მთავარი გმირის მეხსიერების ფსკერზეც. მისი სულიერი ძალისხმევა ამ ჭეშმარიტების გახსენებას, მის რეალობაში ამოზიდვას ხმარდება. ამ ღონიერი აქტით იმსჭვალება „მანცხვარკარის“ უზარმაზარი საგა და ეს მუხტი გადამდებად მოქმედებს მკითხველზეც.

 

 

„მანცხვარკარი“ მწერლის მიერ იმ კარის ხელახლა აღმოჩენას და შეღებასაც ჰგავს, რომელიც გასულმა საუკუნემ, ბოროტების სახელით მიიხურა და წყვდიადში მოიყოლა სიყვარული, რწმენა და იმედი.

ინფორმაცია კომპანიაზე
მისამართი:
ქ .თბილისი, იოსებიძის 49
სამუშაო საათები:
ორშ. - პარ : 10:00 - 18:00
საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელ - 2 420 421
ელ.ფოსტა - books@hotsale.ge
Facebook გვერდი
ინფორმაცია წიგნზე
ენა ქართული
სიგანე 14.5 სმ
სიმაღლე 20.5 სმ
გვერდების რაოდენობა 908
ყდა რბილი
ISBN 9789941311727
შეკვეთა

ღირებულება

12.8 ლარი

16.00 ლ

დანაზოგი

3.20 ლ

რაოდენობა
გაყიდულია 0
shipped
ნანახია 126-ჯერ