პეტერ ჰანდკე - "მეკარის შიში თერთმეტმეტრიანის მოლოდინში"

ინფორმაცია შემოთავაზებაზე

ჯემალ ქირიას ექვსნაწილიანი რომანი „მანცხვარკარი“ მეოცე საუკუნის ეპოპეადაც შეგვიძლია მივიჩნიოთ. ამ საუკუნის ტრაგიზმი, ქარტეხილები, ძალადობრივი და უსამართლო სისტემების მონაცვლეობა სამეგრელოს (კერძოდ, ზუგდიდის) მკვიდრთა ცხოვრების ფონზე შთამბეჭდავად იხატება. რომანის მთავარი გმირი – მართალი თოდუა და მის გარშემო გამოკვეთილ პერსონაჟთა პალიტრა იმ წინაპართა პროტოტიპებია, ვინც გასული საუკუნის უფსკრულებში ჩაილეწა, ვისაც თავისი რწმენის და სიმართლის, ბოროტების და მადლის წილ მიეზღო და ამქვეყნიური ვალიც მოიხადა ღვთისა და ადამიანთა წინაშე.

 

 

წარსულში მეკარე, ამჟამად კი მონტიორი იოზეფ ბლოხი მკვლელობას სჩადის და პოლიციის მოლოდინში საზღვრისპირა სოფელს აფარებს თავს. ნაწარმოები დეტექტივივით იწყება და ფსიქოლოგიურ დრამად ვითარდება – ვინც დადგენილ წესრიგს არღვევს, ის სამყაროს განსხვავებულად აღიქვამს. ბლოხის შინაგანი განცდები, მისი გაუცხოების პროცესი, განსაკუთრებით კი ენის, საგნების და მათი აღმნიშვნელი სიტყვების მიმართ უცნაური დამოკიდებულება, სამყაროს აღქმისა და მისი ვერბალური გამოხატვის კრიზისი არის ნაწარმოების მთავარი თემა.

 

 

ცნობილმა გერმანელმა რეჟისორმა ვიმ ვენდერსმა 1972 წელს გადაიღო ამავე სახელწოდების ფილმი – რეჟისორისა და მწერლის მეორე ერთობლივი ნამუშევარი „ბერლინის ცის“ შემდეგ, რომლის სცენარის ავტორი ასევე პეტერ ჰანდკეა.

 

 

„მეკარის შიში თერთმეტმეტრიანის მოლოდინში“ 2019 წლის ნობელის პრემიის ლაურეატის პეტერ ჰანდკეს ყველაზე ცნობილი ნაწარმოებია.

 

 

გერმანულიდან თარგმნა მაია ფანჯიკიძემ

ინფორმაცია კომპანიაზე
მისამართი:
ქ .თბილისი, იოსებიძის 49
სამუშაო საათები:
ორშ. - პარ : 10:00 - 18:00
საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელ - 2 420 421
ელ.ფოსტა - books@hotsale.ge
Facebook გვერდი
ინფორმაცია წიგნზე
ენა ქართული
სიგანე 14.5 სმ
სიმაღლე 20.5 სმ
გვერდების რაოდენობა 288
ყდა რბილი
ISBN 9789941481245
შეკვეთა

ღირებულება

10.32 ლარი

12.90 ლ

დანაზოგი

2.58 ლ

რაოდენობა
გაყიდულია 0
shipped
ნანახია 133-ჯერ