გურამ პეტრიაშვილი - "კაცი და მისი უცნაური პიანინო"

ინფორმაცია შემოთავაზებაზე

„თუკი, თქვენ გჯერათ სასწაულების ან უკვე აღარ გჯერათ; თუ ხშირად ფიქრობთ, როგორ უნდა გაუძლოს ობოლმა ბავშვმა სევდას; თუკი, გაინტერესებთ, რატომ ხედავს ერთი იმას, რასაც სხვები ვერ ამჩნევენ, მაშინ გაიცანით მანათობელ პეპლებად გადაქცეული დედის კოცნები, აჩლაჩულა და აფლაფატო, ბრაზო და ღიმო, ცისტერნა, რომელიც ფერად წყალს ყიდის, მოღიმარი გრამოფონი, კეთილი კლოუნი, დაკარგული ქუდების ქვეყანა და ერთფეროვანი ყოველდღიურობა გაილამაზეთ.

 

გურამ პეტრიაშვილის ზღაპრები განსხვავებულ ადამიანებზეა. ისინი ჩვენ გვერდით ცხოვრობენ და იმაზე მეტს გრძნობენ და განიცდიან, ვიდრე – სხვები. ზოგჯერ ზღაპრის გმირების იმედები, გულწრფელობა, ოცნებები გაუგებარი ხდება, მაგრამ დარღვეულ ჰარმონიას ისევ თანადგომა, სიხარულის გაზიარება და კეთილი ღიმილი ავსებს.

 

წიგნი მასწავლებლებს საინტერესო გაკვეთილების ჩატარებისკენ უბიძგებს, მშობლებს დაეხმარება ბავშვების გულების გასათბობად, მოზარდებს მშვენიერების შემჩნევას ასწავლის, ბავშვობამონატრებულ მკითხველს კი სევდიან ფიქრებს აუშლის, თუმცა, „სევდაც უნდა გამოსცადო ხანდახან, რომ უკეთ იგრძნო, რა არის სიხარული...“ (ლელა კოტორაშვილი)

 

ილუსტრატორი: თაკო ბაქრაძე

ინფორმაცია კომპანიაზე
მისამართი:
ქ .თბილისი, იოსებიძის 49
სამუშაო საათები:
ორშ. - პარ : 10:00 - 18:00
საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელ - 2 420 421
ელ.ფოსტა - books@hotsale.ge
Facebook გვერდი
ინფორმაცია წიგნზე
ენა ქართული
სიგანე 21 სმ
სიმაღლე 20 სმ
გვერდების რაოდენობა 116
ყდა მაგარი
ISBN 9789941312502
შეკვეთა

ღირებულება

14.3 ლარი

18.00 ლ

დანაზოგი

3.70 ლ

რაოდენობა
გაყიდულია 0
shipped
ნანახია 188-ჯერ