თამარ არდიშვილი - "დიოფიტები"

ინფორმაცია შემოთავაზებაზე

„თამარ არდიშვილის ამ წიგნში ყველა პასაჟი, ტონალობა, აზრი და ემოცია ტკივილის კამერტონით იწყება და მისივე აკომპანიმენტით სრულდება. ოღონდ, ეს მკითხველს მოწყენის ან მობეზრების საბაბს კი არ აძლევს, არამედ პირიქით – ამ ტკივილის საიდუმლოთა წვდომისათვის მუხტავს და მის გრადაციებს, როგორც სიცოცხლის პერსპექტივებს, ისე გადაშლის.

 

„დიოფიტები“ ორპოლუსიანი პოეტური რეფლექსიაა, სადაც მხატვრული აზრი აბსტრაქტულიდან კონკრეტულისკენ გარდატყდება, სამყარო კი არა მონოლოგის, არამედ დიალოგის რეჟიმში მეტყველებს. ამ დიალოგში განივრცობა ცხოვრების მოტივები, პოეტის აღქმის და შეგრძნების ფოკუსში ექცევა ნიუანსიც და მთელიც, უმცირესიც და უზოგადესიც.

 

ამ პალიტრას პასტორალური სიმშვიდე აწესრიგებს. მთლიანობაში კი, თამარ არდიშვილის პოეტური სამყარო უნაზეს ვარაყში მოქცეულ კამეას გავს, რომელიც ტკივილის შემდეგ შეიქმნა“, – ნინო სადღობელაშვილი

ინფორმაცია კომპანიაზე
მისამართი:
ქ .თბილისი, იოსებიძის 49
სამუშაო საათები:
ორშ. - პარ : 10:00 - 18:00
საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელ - 2 420 421
ელ.ფოსტა - books@hotsale.ge
Facebook გვერდი
ინფორმაცია წიგნზე
ენა ქართული
სიგანე 14 სმ
სიმაღლე 18 სმ
გვერდების რაოდენობა 192
ყდა რბილი
ISBN 9789941312656
შეკვეთა

ღირებულება

8 ლარი

10.00 ლ

დანაზოგი

2.00 ლ

რაოდენობა
გაყიდულია 0
shipped
ნანახია 186-ჯერ