ირმა შიოლაშვილი - "ოქტომბერი"

ინფორმაცია შემოთავაზებაზე

„ძველი ამბები მომავლიდან იკვებებიან და მისი ცხოვრებაც ერთი გრძელი სპირალია – ერთი ბოლოთი მომავალს შეერთებული, მეორეთი კი ჭრელა-ჭრულა წარსულს!.. ბევრს ეხარბებოდა ლირიკული გმირის დაფუძნება გერმანიაში და მისი გარეგნულად ასერიგად აწყობილი რეალობა?  დაე სცოდნოდათ, რომ – „თევზების“ გულისტკივილისა არ იყოს – კალაპოტში მოცურავე მდინარეს ყველაზე დაუმორჩილებელი თევზები აბარია, რომლებიც ცხოვრებას უსიტყვოდ უმწარებენ!.. 

 

და დაე სცოდნოდათ, რომ ძალზე ძნელია დაუმორჩილებელი თევზების მწყემსვა, განსაკუთრებით მაშინ, როცა ფსკერზე მფეთქავ სპირალს გარშემო უვლიან და ნანახსა და განცდილზე ვერ ლაპარაკობენ!.. მაგრამ მათ ნაცვლად პოეტი ამოთქვამს ამ ყოველივეს, ფსკერზე მფეთქავ სპირალს აქცევს ლირიკულ კრებულად და ოქტომბრის სიმბოლიკითა და შემოდგომის მზის მცხუნვარების გაელვებებითაც გათანგავს, გაელვებებით, ხელშესახებად რომ ათვალსაჩინოებს თითქოსდა სადღაც მიკარგულ წარსულს და ლირიკული ფიქრების მთავარ საყრდენად აქცევს...“, – როსტომ ჩხეიძე.

 

 

 

„...სამშობლო არც ჭეშმარიტებაზე მეტია, არც ნაკლები – ირმა შიოლაშვილის პოეზიაში ის ჭეშმარიტების სინონიმია, რომელსაც მუდმივი ძიება და აღმოჩენა სჭირდება, რომელიც ყველაზე მყარი და ნამდვილია. ალბათ ამიტომაცაა ირმა შიოლაშვილის ლექსებში ძიების ვნება ასეთი მგზნებარე. ხოლო თუ ვივარაუდებთ, რომ ამქვეყნად ძიების ყველა ფაბულა საკუთარი თავის ძიების იდეამდე დადის, ირმას პოეზიაც ამ მაძიებლური ეპოსის ნაწილად წარმოგვიდგება.“ – ნინო სადღობელაშვილი.

ინფორმაცია კომპანიაზე
მისამართი:
ქ .თბილისი, იოსებიძის 49
სამუშაო საათები:
ორშ. - პარ : 10:00 - 18:00
საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელ - 2 420 421
ელ.ფოსტა - books@hotsale.ge
Facebook გვერდი
ინფორმაცია წიგნზე
ენა ქართული
სიგანე 14.5 სმ
სიმაღლე 18 სმ
გვერდების რაოდენობა 124
ყდა რბილი
ISBN 9789941312779
შეკვეთა

ღირებულება

8 ლარი

10.00 ლ

დანაზოგი

2.00 ლ

რაოდენობა
გაყიდულია 0
shipped
ნანახია 91-ჯერ