ინგა გოგიბერიძე - "თოვლის გამყიდველი"

ინფორმაცია შემოთავაზებაზე

„ინგა გოგიბერიძე მინიატურების ოსტატია. მისი ტექსტები ისე გაკითხებს თავს, დროის გასვლას ძნელად ამჩნევ. თან ყოველდღიურობას აღწერს და თან თითქოს ირეალურია ეს ყოველდღიურობა – არაპროზაული, ჯადოსნური, საოცნებო. თხრობა ხან მონოლოგური, ხან დიალოგიურია – ორივეგან იგრძნობა, ინგა გოგიბერიძისთვის სამყაროს ცენტრში ადამიანი დგას და ზღვის გათავისებას ლამობს. ზღვის, როგორც საზღვრის გაუქმებას. „დამინახა ზღვამ, რომ მეცვა ფეხსაცმელი, გაბრაზდა ეს ოჯახქორი, გასწევს ტალღას უკან, რომ არ მომეწვეთოს ერთი წვეთი, გავიწევი მეც, გაიწევა ისიც... გავიწევი მე... ისიც... წვეთიც კი არ მომასხა თავისი მლაშე წყლისა... მოკლედ, სანამ შავი ზღვა ფეხით გადავიარე, ქე დამაგვიანდა, ჩემო ბატონო...“


 

ოღონდ ეს დაგვიანება არ არის ფატალური. ადამიანი მარცხდება და ისევ მკვდრეთით აღდგება, რადგან სიცოცხლის რწმენა არის უმთავრესი. მაშინაც კი, როცა თითქოს სიკვდილი გარდაუვალია: „მე შენი სახე მძინარეც მომწონს და დაელოდე ჩემს ამბორს, რომელიც ისე გაგაცოცხლებს, როგორც გააცოცხლა უფლისწულმა მძინარე მზეთუნახავი.“

 

მაშ, ასე, იყიდეთ თოვლი. ეს თოვლი არ გალღვება“. 

 

გიორგი კეკელიძის ბოლოსიტყვაობიდან

ინფორმაცია კომპანიაზე
მისამართი:
ქ .თბილისი, იოსებიძის 49
სამუშაო საათები:
ორშ. - პარ : 10:00 - 18:00
საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელ - 2 420 421
ელ.ფოსტა - books@hotsale.ge
Facebook გვერდი
ინფორმაცია წიგნზე
ენა ქართული
სიგანე 14.5 სმ
სიმაღლე 20.5 სმ
გვერდების რაოდენობა 222
ყდა რბილი
ISBN 9789941310331
შეკვეთა

ღირებულება

7 ლარი

9.00 ლ

დანაზოგი

2.00 ლ

რაოდენობა
გაყიდულია 2
shipped
ნანახია 303-ჯერ