თომას პინჩონი - ,,ლოტ 49-ის გამოცხადება" - წიგნი სერიიდან ”ამერიკელები” გამომცემლობისგან ”დიოგენე”

ინფორმაცია შემოთავაზებაზე

გამომცემლობა „დიოგენეს“ სერია „ამერიკელები“ მეოცე საუკუნის მეორე ნახევრისა და ოცდამეერთე საუკუნის ამერიკული ლიტერატურის 20 მნიშვნელოვან ტექსტს აერთიანებს. ეს არის წიგნები, რომელთა გარეშე ძნელი წარმოსადგენია თანამედროვე მსოფლიო ლიტერატურა. სერიის ყველა წიგნი ქართულად პირველად გამოიცემა.

 
 
თომას პინჩონი - ,,ლოტ 49-ის გამოცხადება"

ინგლისურიდან თარგმნა თამარ ლომიძემ.

 

ჯერომ სელინჯერის შემდეგ თანამედროვე ამერიკულ ლიტერატურაში თომას პინჩონი ყველაზე ცნობილი განდეგილია. პინჩონის არცერთ წიგნს - ავტორის ნების შესაბამისად - არ ახლავს მისი ფოტო. უკვე წლებია, ჟურნალისტები უშედეგოდ ცდილობენ მისგან ინტერვიუს აღებას ან მის პირად ცხოვრებაზე მეტ-ნაკლებად სანდო ინფორმაციის მოპოვებას. მწერლის შესახებ დანამდვილებით ცნობილია, რომ 1937 წელს დაიბადა, მსახურობდა სამხედრო ფლოტში, სწავლობდა კორნელის უნივერსიტეტში, მუშაობდა კომპანია „ბოინგში“, არის შვიდი რომანის ავტორი.

„ლოტ 49-ის გამოცხადება“ - რომანი, რომელიც პოსტმოდერნისტული ლიტერატურის შედევრად ითვლება და კალიფორნიელი დიასახლისის თავს გადამხდარი უცნაური ამბავია - პინჩონის მეორე, 1966 წელს გამოცემული წიგნია.

 

40% - იანი ფასდაკლება წიგნზე -  თომას პინჩონი - ,,ლოტ 49-ის გამოცხადება"  - გამომცემლობისგან "დიოგენე".

12.90 ლარის ნაცვლად იხდით მხოლოდ 7.75 ლარს.

ვაუჩერების რაოდენობა შეზღუდულია!

 

 

ინფორმაცია კომპანიაზე
მისამართი:
ქ .თბილისი, იოსებიძის 49
სამუშაო საათები:
ორშ. - პარ : 10:00 - 18:00
საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელ - 2 420 421
ელ.ფოსტა - books@hotsale.ge
Facebook გვერდი
ინფორმაცია წიგნზე
ენა ქართული
ყდა მაგარი
ISBN 9789941114182
შეკვეთა

ღირებულება

7.75 ლარი

12.90 ლ

დანაზოგი

5.15 ლ

რაოდენობა
გაყიდულია 1
shipped
ნანახია 136-ჯერ