მარტინ ემისი - "ღამის მატარებელი" - წიგნი სერიიდან "ET CETERA" / გამომცემლობა "დიოგენე"

ინფორმაცია შემოთავაზებაზე

მარტინ ემისი (1949), ჯულიან ბარნსთან და სალმან რუშდისთან ერთად, თანამედროვე ბრიტანული ლიტერატურის ვარსკვლავია. ”ღამის მატარებელს” - მწერლის 1997 წელს გამოცემულ რომანს - ერთი შეხედვით, კლასიკური დეტექტივის ყველა მთავარი ნიშანი აქვს. გამომძიებელი მაიკ ჰულიჰანი ცდილობს გაარკვიოს, რატომ უნდა მოეკლა თავი ახალგაზრდა ქალს, ვისაც საზრუნავი და სადარდებელი არც არაფერი ჰქონდა. რთული გამოცანა დაკვირვებას, მოვლენების სხვადასხვა მხრიდან დანახვას და ზედაპირულ შეფასებებზე უარის თქმას ითხოვს. ის, რაც მარტინ ემისის რომანში ხდება, არ ჰგავს სხვა დეტექტივებში მომხდარ ამბებს და, შესაბამისად, შეკითხვებზე პასუხის გაცემაც უფრო და უფრო რთულდება. ”ღამის მატარებელი” ვარაუდებისა და ბოლომდე გაუმხელელი სიმართლეების წიგნია, სადაც არაფერია ერთმნიშვნელოვანი და იოლად ასახსნელი.

 

სერია ET CETERA

 

ინფორმაცია კომპანიაზე
მისამართი:
ქ .თბილისი, იოსებიძის 49
სამუშაო საათები:
ორშ. - პარ : 10:00 - 18:00
საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელ - 2 420 421
ელ.ფოსტა - books@hotsale.ge
Facebook გვერდი
ინფორმაცია წიგნზე
ენა ქართული
სიგანე 13.6 სმ
სიმაღლე 19.5 სმ
გვერდების რაოდენობა 162
ყდა რბილი
ISBN 9789941115011
შეკვეთა

ღირებულება

6 ლარი

10.90 ლ

დანაზოგი

4.90 ლ

რაოდენობა
გაყიდულია 2
shipped
ნანახია 85-ჯერ