თორნიკე რაზმაძე - "აპოკალიფსის დღიურები"

ინფორმაცია შემოთავაზებაზე

"აპოკალიფსის დღიურები" არის სათავგადასავლო რომანი, რომელშიც მოთხრობილია ერთი ჩვეულებრივი ახალგაზრდას თავგადასავალი მას შემდეგ, რაც სამყაროში გაუგებარი და ამოუხსნელი პროცესები იწყება: იშლება კონტროლისა და წესრიგის მექანიზმები; აღარ არსებობენ ხელისუფლებები, სრული ანარქია ბატონობს. მთავარი გმირი საკუთარ თავგადასავალს პირველ პირში აღწერს. როდესაც "ყველაფერი" იწყება, ის მეტროთი მგზავრობს, სადაც გაიცნობს გოგონას, რომელიც, როგორც შემდეგ აღმოჩნდება, მისი თანამგზავრი და სიყვარულის ობიექტიც გახდება. არავინ იცის, რა მოხდა და რამ გამოიწვია არეულობა და განუკითხაობა ქალაქში. ნაწარმოების გმირებიც უბრალოდ დინებას მიჰყვებიან, თავის გადარჩენას ცდილობენ, მაგრამ მალევე გამოჩნდება ორგანიზებული ჯგუფი მისტიკური წარმომავლობითა და სიმბოლიკით, რომელიც ადამიანებზე ნადირობს, ხოცავს ან ტყვედ მიჰყავს ყველა შემხვედრი. მთავარი გმირის ახალგაცნობილი თანამგზავრიც მათ ხელში აღმოჩნდება და ბიჭი მთელი შემდგომი სიუჟეტის განმავლობაში ცდილობს მისი დახსნის გზები იპოვნოს. შეხვდება ძველ ნაცნობებს, სპეციალურად აგებულ სახელმწიფო თავშესაფარში, სადაც ახალი პერსონაჟები და ურთიერთობებიც ჩნდება. მთავარ გმირს ორი რამ არ ასვენებს: დაბრუნების პირობა, რომელიც ელენეს განშორების წინ მისცა და საკუთარი ეგო - მეორე მე, რომელიც პერიოდულად ჩნდება და ფიქრებს უწამლავს, რომელიც მოუწოდებს, რომ სხვა ადამიანებზე ნაკლები იფიქროს და მეტად რაციონალრად იმსჯელოს. გმირის საკუთარ თავთან დიალოგებსა და ბრძოლას ნაწარმოებში მნიშვნელოვანი როლი აქვს. 

ინფორმაცია კომპანიაზე
მისამართი:
ქ .თბილისი, იოსებიძის 49
სამუშაო საათები:
ორშ. - პარ : 10:00 - 18:00
საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელ - 2 420 421
ელ.ფოსტა - books@hotsale.ge
Facebook გვერდი
ინფორმაცია წიგნზე
ენა ქართული
გვერდების რაოდენობა 467
ყდა რბილი
ISBN 9789941487293
შეკვეთა

ღირებულება

14 ლარი

16.95 ლ

დანაზოგი

2.95 ლ

რაოდენობა
გაყიდულია 0
shipped
ნანახია 245-ჯერ