ლევან ბერძენიშვილი - "ჰო და არა"

ინფორმაცია შემოთავაზებაზე

თომას მანმა მიანიშნა, რომ არსებობს ორნაირი მწერლობა: ჰომეროსული ანუ „ნათელი“ და ბიბლიური ანუ „ბნელი“ ლიტერატურა. ქართველმა მწერალმა, კონსტანტინე გამსახურდიამ ამ მწერლებს ჰოს-მთქმელები და არას-მთქმელები უწოდა.

 

კრებულში შესული ავტორებიც და მათი ნაწარმოებებიც შესანიშნავად ჯდება ამ „შავ-თეთრ“ დაყოფაში. ჩვენი „ბნელები“ არიან: დოსტოევსკი, ბუკოვსკი, ნიცშე, დანტე, კონან დოილი, ბეკეტი, ფოლკნერი, ჯავახიშვილი (უპირველეს ყოვლისა, „ჯაყოს ხიზნების“ გამო), ალექსიევიჩი (განსაკუთრებით „ცინკის ბიჭებით“) და „ნათლები“: ილია, აკაკი, ვაჟა, ტოლსტოი, გამსახურდია, დოჩანაშვილი, მარკესი, ლიოსა... რა თქმა უნდა, ისეთი ავტორიც არსებობს, რომელიც ერთდროულად ჰოსმთქმელიცაა და არასმთქმელიც, თუნდაც დიდი ბარდი შექსპირი რომ ავიღოთ, რომელსაც ტრაგედიებიც „ეხერხებოდა“, კომედიებიც, სონეტებიც და ეპიტაფიებიც.

 

ამას გარდა, ეს ორი სიტყვა, ჰო და არა მშვენივრად გამოხატავს ლიტერატურის არსს, რომელიც შეიძლება ასეთი ფორმულირებით ჩამოყალიბდეს: მხატვრული ლიტერატურა არის ავტორის მიერ კონსტრუირებული ტყუილი, გამოგონილი სამყარო („არას“ სფერო), რომელიც მკითხველის გონებაში იქცევა დამაჯერებელ სიმართლედ („ჰოს“ სფერო); უფრო მოკლედ: მწერლის „არას“ „ჰოდ“ აქცევს მკითხველის წარმოსახვა. და ეს ბედნიერებაა, რომელიც ასე ხატოვნად აღწერა პოლ ვალერიმ: ნამდვილი ლიტერატურა გონების დღესასწაული უნდა იყოს.

ინფორმაცია კომპანიაზე
მისამართი:
ქ .თბილისი, იოსებიძის 49
სამუშაო საათები:
ორშ. - პარ : 10:00 - 18:00
საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელ - 2 420 421
ელ.ფოსტა - books@hotsale.ge
Facebook გვერდი
ინფორმაცია წიგნზე
ენა ქართული
გვერდების რაოდენობა 292
ყდა რბილი
ISBN 9789941487347
შეკვეთა

ღირებულება

12 ლარი

14.95 ლ

დანაზოგი

2.95 ლ

გაყიდულია 0
shipped
ნანახია 293-ჯერ