ნათია ფონიავა - "ვისწავლოთ მეგრული"

ინფორმაცია შემოთავაზებაზე

„ქართველები მდიდარი ხალხი ვართ. ამ სიმდიდრის უპირველესი ნიშანი მრავალფეროვნებაა, ყველგან რომ ვლინდება: ნაირგვარ გეოგრაფიულ გარემოსა თუ კონტრასტულ კლიმატურ ზოლებში, მადისაღმძვრელ კერძებსა თუ მრავალხმიან სიმღერებში, ხალხურ არქიტექტურასა თუ ტრადიციულ მეურნეობაში, ხასიათის თავისებურებებსა თუ ენა-დიალექტებში...

 

ქართველურ ენათა კვლევის საქმეს დიდი ისტორია აქვს და ამისთვის რამდენიმე თაობის არაერთ მეცნიერს ეკუთვნის ქებათა ქება. თუმცა, მეორე მხრივ, თანამედროვე ყოფამ და ცივილიზაციამ, სხვა, ათასობით მცირე ენის მსგავსად, დიდი საფრთხის წინაშე დააყენა მეგრულ-ლაზური და სვანურიც. რაც დრო გადის, სულ უფრო და უფრო ნაკლები ადამიანი საუბრობს ამ ენებზე, განსაკუთრებით – ბავშვები და ახალგაზრდები.

 

გამომცემლობა „არტანუჯმა“ გადაწყვიტა, თავისი წვლილი შეიტანოს ქართველური ენების პოპულარიზაციის საქმეში. ვისაც მეგრული ენის შესწავლა სურს, საუკეთესო გამოსავალს ვთავაზობთ. წიგნი, თანდართული ხმოვანი ვერსიით, უდიდეს დახმარებას გაუწევს თითოეულ ასეთ დაინტერესებულ ადამიანს.“ – ბუბა კუდავა

 

აუდიოვერსიის მომზადებაში გაწეული თანადგომისთვის მადლობას ვუხდით საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს .

ინფორმაცია კომპანიაზე
მისამართი:
ქ .თბილისი, იოსებიძის 49
სამუშაო საათები:
ორშ. - პარ : 10:00 - 18:00
საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელ - 2 420 421
ელ.ფოსტა - books@hotsale.ge
Facebook გვერდი
ინფორმაცია წიგნზე
ენა ქართული
გვერდების რაოდენობა 256
ყდა რბილი
ISBN 978994149000
შეკვეთა

ღირებულება

12 ლარი

15.00 ლ

დანაზოგი

3.00 ლ

რაოდენობა
გაყიდულია 1
shipped
ნანახია 175-ჯერ