ექვთიმე თაყაიშვილი - "თხზულებანი" (ტომი VI)

ინფორმაცია შემოთავაზებაზე

დიდი ქართველი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის – ექვთიმე თაყაიშვილის შრომების მრავალტომეული დღემდე არ არის გამოცემული, მეტიც – მისი მემკვიდრეობის გარკვეული ნაწილი დღემდე გამოუქვეყნებელია, ნაწილი კი ბიბლიოგრაფიულ იშვიათობადაა ქცეული.

 

თხზულებების სრულად გამოცემის საქმე საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულმა აკადემიამ და გამომცემლობა „არტანუჯმა“ ითავეს.

 

შრომების გამოცემა დაახლოებით 12 ტომადაა ჩაფიქრებული. 

 

- - 

ექვთიმე თაყაიშვილის თხზულებათა მე-6 ტომი მთლიანად მარიამისეული „ქართლის ცხოვრების“ ექვთიმესეულ პუბლიკაციას ეთმობა. ის 1906 წლის შემდეგ აღარ გამოცემულა. 



წინამდებარე გამოცემაში გასწორდა გაპარული შეცდომები, ტექსტი გაეწყო თანამედროვე პუნქტუაციის მიხედვით, საერთო პრინციპის მიხედვით მოწესრიგდა თაყაიშვილის მიერ დართული შენიშვნები და კითხვა-სხვაობები, დაერთო პირთა, გეოგრაფიულ და ეთნიკურ სახელთა საძიებლები.
 


ტომს დართული აქვს როინ მეტრეველის სტატია – „ქართლის ცხოვრების“ მარიამ დედოფლის ნუსხის ექვთიმე თაყაიშვილისეული მარგინალიები“.
 

 

მთავარი რედაქტორი – როინ მეტრეველი.

სარედაქციო კოლეგია: ნათელა ვაჩნაძე, არჩილ კოხრეიძე, ბუბა კუდავა, გოჩა საითიძე

 

წიგნი გამოიცა თიბისი ბანკის მხარდაჭერით.

ინფორმაცია კომპანიაზე
მისამართი:
ქ .თბილისი, იოსებიძის 49
სამუშაო საათები:
ორშ. - პარ : 10:00 - 18:00
საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელ - 2 420 421
ელ.ფოსტა - books@hotsale.ge
Facebook გვერდი
ინფორმაცია წიგნზე
ენა ქართული
გვერდების რაოდენობა 900
ყდა მაგარი
ISBN 9789941478468
შეკვეთა

ღირებულება

31.96 ლარი

35.00 ლ

დანაზოგი

3.04 ლ

რაოდენობა
გაყიდულია 0
shipped
ნანახია 29-ჯერ