შოთა იათაშვილი - "დამწყები"

ინფორმაცია შემოთავაზებაზე

შოთა იათაშვილის „დამწყები“ უცნაური, დროიდან ამოვარდნილი

 

და ამავე დროს ძალიან დროული რომანია. ის ფორმის თვალსაზრისით საერთოდ არ არის უცნაური და საგანმანათლებლო რომანის საუკეთესო ტრადიციებს აგრძელებს, აგრძელებს ერთგულად და, ამავე დროს, აუცილებელი, გარდაუვალი განსხვავებებითაც. საგანმანათლებლო რომანებისთვის ტრადიციულად ორი მთავარი პერსონაჟია დამახასიათებელი: მასწავლებელი-მოსწავლის ტანდემი. ამ მხრივ „დამწყები“ განსხვავდება თავისი წინამორბედებისაგან. ეს ერთი ადამიანის მიერ სამყაროს მაქსიმალურად შემეცნების მცდელობაა, მაგრამ მთავარი საშიშროება, რაც ასეთ ტექსტს შეიძლება დამუქრებოდა _ ვგულისხმობ მოსაწყენ, არაფრისმთქმელ ეგზისტენციურ ბოდვას, თავიდანაა აცილებული. ანუ ეს არის ერთი ადამიანის გადაწყვეტილება, შეიმეცნოს სამყარო თავისთავად (და არა საკუთარი თავი), სამყარო კი არ დაიტიოს, თავად დაეტიოს სამყაროში. „დამწყები“ ათწლეულების განმავლობაში მივიწყებული ჟანრის, საგანმანათლებლო რომანის, აღორძინების მნიშვნელოვანი და მხატვრულად წარმატებული ნიმუშია. ასეთი ტექსტები დაბადებისთანავე კლასიკად იქცევა ხოლმე...

ინფორმაცია კომპანიაზე
მისამართი:
ქ .თბილისი, იოსებიძის 49
სამუშაო საათები:
ორშ. - პარ : 10:00 - 18:00
საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელ - 2 420 421
ელ.ფოსტა - books@hotsale.ge
Facebook გვერდი
ინფორმაცია წიგნზე
ენა ქართული
სიგანე 14 სმ
სიმაღლე 21 სმ
გვერდების რაოდენობა 540
ყდა მაგარი
ISBN 9789941323843
შეკვეთა

ღირებულება

9.47 ლარი

18.95 ლ

დანაზოგი

9.48 ლ

გაყიდულია 1
shipped
ნანახია 398-ჯერ