აგათა კრისტი - "მკვლელობა აღმოსავლეთის ექსპრესში“

ინფორმაცია შემოთავაზებაზე

”აგათა კრისტი, ბევრი მისი თანამედროვე ინგლისელი მწერლის მსგავსად, დიკენსის მზიური სახლიდან გამოვიდა. ამ სახლიდან გამოყოლილი სხივი მერე და მერე ტალანტის იდუმალ სამყაროში იმ მახვილად გამოიჭედა, რისთვისაც დეტექტივის დედოფლის წოდება ისე მიანიჭეს, როგორც მეომარს-რაინდობა. ალბათ, მთავარი, რასაც აგათა კრისტის ნაწარმოებიდან ამოვიკითხავთ, სიკეთის აუცილებელი გამარჯვების იდეაა, რომელიც, დეტექტივისთვის დამახასიათებელი და ამ შემთხვევაში ვირტუოზობამდე მიყვანილი ეფექტური მოულოდნელობების განცდასთან ერთად, უცნაურად მახლობლად, შენს წიგნად აქცევს აგათა კრისტის ნაწარმოებს. ასეთი განცდა სიყმაწვილიდან გამომყვა, როცა მისი, მაშინ ძალზე ძნელად საშოვნელი, წიგნი პირველად წავიკითხე. მისი ”ავტობიოგრაფიის” მიხედვით, აგათა კრისტის ყვარებია ”მზე, ვაშლები, მუსიკა, მატარებელი, ციფრები.. ზღვა, დუმილი.. ძილი ოცნება.. ყავის სურნელი, ძაღლები და თეატრი”, რაც უნებურად მაინც ამჟღავნებს მის ფარულ სურვილს-გაქცეოდა ყოველდღიური ხიფათებით სავსე სინამდვილეს, ”ძალადობას, დაუნდობლობას” (მისი სიტყვებია!) და მშვიდი, მყუდრო, ადამიანური ცხოვრებით ეცხოვრა...”

ინფორმაცია კომპანიაზე
მისამართი:
ქ .თბილისი, იოსებიძის 49
სამუშაო საათები:
ორშ. - პარ : 10:00 - 18:00
საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელ - 2 420 421
ელ.ფოსტა - books@hotsale.ge
Facebook გვერდი
ინფორმაცია წიგნზე
ენა ქართული
სიგანე 14 სმ
სიმაღლე 21 სმ
გვერდების რაოდენობა 271
ყდა მაგარი
ISBN 9789941320774
შეკვეთა

ღირებულება

7.87 ლარი

13.95 ლ

დანაზოგი

6.08 ლ

გაყიდულია 28
shipped
ნანახია 620-ჯერ