გელა ჩარკვიანი- იმ დროს

ინფორმაცია შემოთავაზებაზე

როგორ ვცხოვრობდით „იმ დროს“, როცა საქართველო სსრკ-ს შემადგენლობაში შედიოდა და როგორც ამ წიგნის ავტორი ამბობს, „ერის მთავარი ფუნქცია – სახელმწიფოებრიობის საშუალებით საკუთარი ბედის განკარგვა, წართმეული ჰქონდა“.

 

გელა ჩარკვიანი სოციალისტური რესპუბლიკის პირველი პირის ოჯახში დაიბადა და საკუთარ თავზე გამოსცადა სისტემის სიკეთენი და მარწუხები, პოლიტიკური პირამიდის წვერზე ყოფნის ფუფუნებაც და ის ხილული/უხილავი წინაღობებიც, რომელიც რკინის ფარდის მიღმა გაღწევის გზაზე შეიძლება შეხვედროდა საბჭოთა ადამიანს.

 

ამ წიგნიდან გაიგებთ, როგორი იყო სამჭროური სნობიზმი, სად უნდა შეეღწია საბჭოთა ადამიანს იმისთვის, რომ აესრულებინა თავისი ოცნებები და რა მაგიური ძალა ჰქონდა სიტყვა ,,ბაზას". რა საფრთხეებს შეიცავდა სიტყვა невыездной  და რისი ცოდნა მოეთხოვებოდა საბჭოთა მოზარდს, არტეკის პრესტიჟულ ბანაკში მოსახვედრად; და კიდევ ბევრი საინტერესო რამ 70 წლიანი რეჟიმის შესახებ გელა ჩარკვიანის ახალ წიგნში. 

ინფორმაცია კომპანიაზე
მისამართი:
ქ .თბილისი, იოსებიძის 49
სამუშაო საათები:
ორშ. - პარ : 10:00 - 18:00
საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელ - 2 420 421
ელ.ფოსტა - books@hotsale.ge
Facebook გვერდი
ინფორმაცია წიგნზე
ენა ქართული
ყდა რბილი
ISBN 9789941478444
შეკვეთა

ღირებულება

8 ლარი

10.00 ლ

დანაზოგი

2.00 ლ

რაოდენობა
გაყიდულია 3
shipped
ნანახია 725-ჯერ