ვანესა სპრინგორა - "თანხმობა"

ინფორმაცია შემოთავაზებაზე

ვანესა სპრინგორა - "თანხმობა"

ანესა სპრინგორა 14 წლის იყო, როცა 50 წლის ცნობილმა ფრანგმა მწერალმა გაბრიელ მაცნეფმა მასთან რომანი გააბა. 30 წლის შემდეგ სპრინგორა აქვეყნებს ავტობიოგრაფიულ რომანს სახელწოდებით „თანხმობა“, რომელიც მაცნეფის მტაცებლობის სამ - „სექსუალურ, ლიტერატურულ და ფსიქიკურ“ - განზომილებაზე მოგვითხრობს.

ეს რომანი, რომელმაც შეძრა საფრანგეთის ლიტერატურული წრეები, „me-too“ მოძრაობას ეხმიანება და შემდეგ მნიშვნელოვან კითხვებს სვამს: რამდენად ნებაყოფლობითია ნებაყოფლობითი სექსუალური ურთიერთობები? როგორ აგრძელებ ცხოვრებას, როცა ლოლიტას როლში მოგიწია ყოფნა? როგორ აღწევ თავს იმ წარმოდგენებს, რომლებიც შენზე, როგორც ლიტერატურულ პერსონაჟზე, არსებობს? ეს წიგნი ჩვენებაც არის და ნამდვილი ლიტერატურული მცდელობაც, გავაანალიზოთ სექსუალური ჩაგვრის დრამატურგია, განსაკუთრებით, სახელოვნებო და ინტელექტუალურ წრეებში, სადაც მას ხშირად უსიტყვოდ და დუმილით ხვდებოდნენ.

საფრანგეთში წიგნის 200,000-ზე მეტი ეგზემპლარი გაიყიდა და უკვე 25-ზე მეტ ენაზე ითარგმნება.

ინფორმაცია კომპანიაზე
მისამართი:
ქ .თბილისი, იოსებიძის 49
სამუშაო საათები:
ორშ. - პარ : 10:00 - 18:00
საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელ - 2 420 421
ელ.ფოსტა - books@hotsale.ge
Facebook გვერდი
ინფორმაცია წიგნზე
ავტორი ვანესა სპრინგორა
ენა ქართული
გვერდების რაოდენობა 187
ყდა რბილი
ISBN 9789941833977
შეკვეთა

ღირებულება

12.5 ლარი

17.90 ლ

დანაზოგი

5.40 ლ

რაოდენობა
გაყიდულია 3
shipped
ნანახია 937-ჯერ